დიდუბის რაიონში 9 თვის განმავლობაში 9 052 800 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა
დიდუბის რაიონში 9 თვის განმავლობაში 9 052 800 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა
15:37 27.10.2018
დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ფარგლებში, 45 948 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. მიწისქვეშა კომუნიკაციას რეაბილიტაცია 15 მისამართზე ჩაუტარდა.

გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები განხორციელდა 670 მისამართზე. რეკრეაციული სივრცეების განვითარების მიმართულებით მოეწყო და რეაბილიტირდა 36 სკვერი. საბავშვო გასართობი მოედანი კი 5 მისამართზე გაკეთდა.

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, განახლდა და მოეწყო 31 სპორტული მოედანი. ასევე, 11 მისამართზე მოეწყო ფიტნეს ტრენაჟორები.

სამუშაოების ფარგლებში, 4 მისამართზე განხორციელდა 47 ავტოფარეხის დემონტაჟი, სადაც მოსახლეობასთან შეთახნმებით მოსასვენებელი სკვერების მშენებლობა მიმდინარეობს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 102 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა.

დიდუბის რაიონში 9 თვის განმავლობაში ჩატარდა 10 სპორტული და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა.

9 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 9 052 800 ლარი დაიხარჯა.


ბეჭდვა