დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით მუშთაიდის პარკში სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით მუშთაიდის პარკში სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
15:31 21.09.2018
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 26 სექტემბერს 19:00 საათზე მუშთაიდის პარკში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩემი უბანი“ გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ჯგუფები „გამოუვალი მდგომარეობა“ და „ნიუტონი“, თბილისის ბიჭუნათა კაპელა, გიორგი სუხიტაშვილი, სოფო ბათილაშვილი და ზვიად ბოლქვაძე.

კონცერტის გარდა, მუშთაიდის პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ნახატების, ხელნაკეთი ნივთებისა და ქართული წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
დასწრება თავისუფალია

ბეჭდვა