დიდუბის რაიონში საბავშო გასართობი ზონები ეწყობა
დიდუბის რაიონში საბავშო გასართობი ზონები ეწყობა
15:27 18.05.2018
დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში მის მოვლა-პატრონობაში არსებულ სკვერებში საბავშო გასართობი მოედნები მოაწყო.

ამ ეტაპზე მოედნები მოედნები ოთხ ლოკაციაზე მოეწო: აგლაძის ქუჩა N38-ში, წერეთლის გამზირის მე-2 კორპუსთან, ახმეტელის ქუჩა N8-ში დადიღმის მასივის მე-6 კვარტლის 5ა კორპუსთან.

ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, მიწის გარკვეულ საფარზე, დაიგო კაუჩუკის ფილები. დაიდგა საბავშვო ატრაქციონები, აიწონა-დაიწონა და ღერძის გარშემო მბრუნავი კონსტრუქციები.

დიდუბის რაიონის გამგეობა წლის განმავლობაში საბავშვო გასართობი მოედნების მოწყობას რამდენიმე მისამართზე გეგმავს.


ბეჭდვა