დიდუბის რაიონში, დიღმის მასივში უსაფრთხოების მოაჯირების მონტაჟი მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში, დიღმის მასივში უსაფრთხოების მოაჯირების მონტაჟი მიმდინარეობს
15:21 16.03.2018
ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, დიღმის მასივში, მოსახლეობის მოთხოვნით, უსაფრთხოების მოაჯირები დამონტაჟდა. მოაჯირები დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-8 და მე-10 კორპუსებთან, ასევე, მე-4 კვარტლის 22-ე და მე-2 კვარტლის 7-ა კორპუსებთან დამონტაჟდა.

სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „რეალ ენერჯიმ“ შეასრულა.

მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონში უსაფრთხოების მოაჯირები ჯამში 23 მისამართზე დამონტაჟდება.

ბეჭდვა