ჟურნალისტთა კავშირი ილიაობის აღსანიშნავად საზოგადოებას დუშეთში იწვევს
ჟურნალისტთა კავშირი ილიაობის აღსანიშნავად საზოგადოებას დუშეთში იწვევს
09:17 02.08.2012
„9 აპრილის საზოგადოება“ და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენების, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებას დუშეთში იწვევს.

ჟურნალისტთა კავშირის წევრები დუშეთის ეკლესიაში შეიკრიბებიან, ლოცვის დასრულების შემდეგ კი, ისინი მდუმარედ გაივლიან გზას, რომელსაც ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე წლების განმავლობაში დუშეთში მოღვაწეობისას ყოველდღე გადიოდა.

აქვე გაიმართება საზოგადოება „ილიელის“ დამფუძნებელთა სხდომა.

ბეჭდვა