დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ტურნირი მინი ფეხბურთში, „დიდუბე 2018“ გაიმართება
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ტურნირი მინი ფეხბურთში, „დიდუბე 2018“ გაიმართება
15:15 07.05.2018
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტულ ცენტრში „იმედი“ რაიონული ტურნირი მინი ფეხბურთში, „დიდუბე 2018“ გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია დიდუბის რაიონში რეგისტრირებულ ან მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს, ( 18 წლის და ზემოთ ) რომელიც შექმნის გუნდს .

თითოეულ გუნდში ფეხბურთელების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მოთამაშეს და არ უნდა იყოს 6-ზე ნაკლები.

ტურნირი წარიმართება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დადგენილი წესდების მიხედვით.

ბეჭდვა