დიდუბის რაიონის გამგეობამ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დიღმის ტყე-პარკში ღონისძიება გამართა
დიდუბის რაიონის გამგეობამ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დიღმის ტყე-პარკში ღონისძიება გამართა
15:12 06.01.2018
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დიდუბის რაიონის გამგეობამ, დიღმის ტყე-პარკში გასართობი ღონისძიებები მოაწყო.

სადღესასწაულო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და შემსრულებლებმა, საბავშვო ბაღების, სკოლების, დიდუბის რაიონში არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და ხელოვნების სკოლის წარმომადგენლებმა.

ღონისძების ფარგელბში, ასევე მოეწყო ყვავილების, ნახატებისა და წიგნების გამოფენა.

დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ახალგაზრდებს კი სკოლის დამთავრება მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. საღამო მოწვეულმა ბენდმა Funky House დაასრულა.


ბეჭდვა