ანკარის წმინდა ტერეზას სახელობის ტაძარში ქართული წირვა-ლოცვა პირველად აღევლინა
ანკარის წმინდა ტერეზას სახელობის ტაძარში ქართული წირვა-ლოცვა პირველად აღევლინა
14:09 04.02.2019
ანკარის წმ. ტერეზას სახელობის ტაძარში მამა მიქაელმა (ბრეგვაძე) პირველად აღავლინა ქართული წირვა-ლოცვა .

წირვის დასრულების შემდეგ, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ მრევლს სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საელჩოსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობას.

სიტყვით გამოსვლისას ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს საელჩო, როგორც ყოველთვის, მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს მოქალაქეებს მათი კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის კუთხით.

ბეჭდვა