საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის სამეცნიერო კონკურსი გამოცხადდა
საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის სამეცნიერო კონკურსი გამოცხადდა
10:35 04.02.2019
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“.

კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით;

კონკურსში პროექტების შემოტანა შესაძლებელია შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:
1. მათემატიკა;
2. ინფორმატიკა;
3. ფიზიკა;
4. ქიმია;
5. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
6. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები;
7. ეკოლოგია;
8. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
9. აგრარული მეცნიერებანი.

კონკურსში პროექტის შეტანა შეუძლია საჯარო სკოლას/სკოლებს; პროექტის შემომტანთა შორის საჯარო სკოლასთან ერთად შესაძლებელია იყოს კერძო სკოლაც.

საჯარო სკოლის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს საჯარო სკოლის VIII – XII კლასებში მომუშავე მოქმედი მასწავლებელი.

პროექტის ხელმძღვანელის, მეცნიერის და პროექტის ასისტენტის ჩართულობა პროექტში აუცილებელი პირობაა.

კვლევაში ჩართული მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ VIII, IX, X, XI ან/და XII კლასებში.
ბეჭდვა