დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
16:38 03.02.2019
დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდგომ, ასფალტის საფარს აწესრიგებს.

ამ ეტაპზე სამუშაოები აკაკი წერეთლის გამზირის N69, 71, 73, 73ა და ბ-ში მიმდინარეობს, სადაც სანიაღვრე და წყალარინების ქსელი შეიცვალა. ასევე, ასფალტის საფარი აკაკი წერეთლის გამზირის N88-ში და დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-10 და მე-11 კორპუსების მიმდებარედ იგება.

დიდუბის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სამუშაოები წერეთლის გამზირის N67-ში, დისევის ქუჩასა და თევდორე მღვდლის ქუჩის N53-ში დაიწყება.

აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დრო“ ახორციელებს.

ბეჭდვა