დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ხვალ შუქი გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტროენერგია
10-დან 16:00 საათამდე ფონიჭალის დასახლების და რუსთავის გზატკეცილს შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ნაკადულის, ოცხელის და ქინძმარაულის ქუჩებს, ხომლელის და ჯავახეთის ქუჩებს შეეხება.
10-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია დაბა წყნეთის ნაწილს, აღმაშენებლის, ჩოლოყაშვილის და ლესელიძის ქუჩებს, წერეთლის გამზირის, სამტრედიის და აგლაძის ქუჩების აბონენტებს არ მიეწოდება.
ამავე საათებში ენერგომომარაგება გუმბათის, სააკაძის, მნათობის, ბაგრატიონის, ჩხეიძის და უზნაძის ქუჩებს, მთაწმინდის რაიონის ნაწილს და სოფელ კოჯორს შეეზღუდება.
შუქი 10-დან 16:00 საათამდე ასევე, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის და პეკინის გამზირების, ლვოვის და ონიაშვილის ქუჩებს არ ექნება.
