ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ელექტრონული ვერსია 2 დღეში გამოქვეყნდება
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ელექტრონული ვერსია 2 დღეში გამოქვეყნდება
19:04 01.08.2012
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ საარჩევნო სიის მონაცემები გამოაქვეყნა.

1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, ძირითად სიაში არის 3 385 844 მონაცემი; აქედან, მისამართის გარეშეა 52 648 ამომრჩეველი, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 188 995 ამომრჩეველი, გაურკვეველი მისამართის მქონეა 42 390 ამომრჩეველი.

აღნიშნული სიის მიხედვით, საზღვარგარეთ იმყოფება 310 113 ამომრჩეველი. ამ მონაცემებში ითვლება თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაცვის პოლიციისა და სასამართლოს თანამშრომლები, რომლებიც ხმას სპეციალურ უბნებზე აძლევენ, ასეთი კი - 55 277 ამომრჩეველია.

იძულებით გადაადგილებულია 207 055 ამომრჩეველი.

დღესვე, კომისიამ წარადგინა ხმის უფლების მქონე პატიმრების რაოდენობა, რომელთა რიცხვი 1 295 ამომრჩეველია, ხოლო რეგისტრაცია გაუქმებული აქვს 183 465 ამომრჩეველს.

როგორც კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ განაცხადა, ერთიანი სიის საჯარო ელექტრონული ვერსია გამოქვეყნდება ორი დღის განმავლობაში. მისი თქმით, ეს არ არის ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვარიანტი, სიის ფორმირება კიდევ ერთი თვე გაგრძელდება, ხოლო საბოლოო ვერსიას კომისია არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 15 სექტემბერს გამოაქვეყნებს.

ბეჭდვა