ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 6 ახალი მიმართულება დაემატება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს  6 ახალი  მიმართულება დაემატება
17:40 01.02.2019
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაემატება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების შედეგად საქართველოს ეკონომიკაში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ძალისხმევით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაემატება. ამ შეთანხმების შედეგად საქართველოს ეკონომიკაში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. რამდენიმე ათეული სამუშაო ადგილი შეიქმნება" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბეჭდვა