დავით მათიკაშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეხმიანება: ეს არის ბოროტება რომელიც აუცილებლად უნდა დამარცხდეს საქართველოში
დავით მათიკაშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეხმიანება: ეს არის ბოროტება რომელიც აუცილებლად უნდა დამარცხდეს საქართველოში
16:07 01.02.2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასაწყისში, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სახელით განცხადება გააკეთა.

„მინდა გამოვეხმაურო და დავგმო ის ამაზრზენი და ბინძური ქმედება, რაც ჩვენი კოლეგის, ეკა ბესელიას მიმართ განხორციელდა და რომელიც პირადი შინაარსის მქონე ინფორმაციის გავრცელებას ეხება. ეს არის ბოროტება, რომელიც აუცილებლად უნდა დამარცხდეს საქართველოში. მთელი კომიტეტი აბსოლიტურად თანაზიარნი და სოლიდარულნი ვართ ჩვენი კოლეგის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ დისკუსიის კარი და ამ სახის დანაშაულებზე სასჯელის გამკაცრებაზე ვიმსჯელოთ თუ კი ის დადებითად იმოქმედებს და პრევენციული შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


ბეჭდვა