ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა დაზუსტებული სია გადასცა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ განმარტა, სია საჯარო ორი დღის შემდეგ გახდება, ის ინტერნეტში განთავსდება.
კაციტაძის თქმით, ცესკო-სთვის გადაცემული სია მხოლოს 1 აგვისტოს მონაცემებს შეიცავს და საბოლოო არ არის. მისივე განცხადებით, ის დაზუსტებას ექვემდებარება.
კაციტაძემ აღნიშნა, რომ 1 სექტემბრამდე ყველა მოქალაქეს შეუძლია, სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს და ცვლილებების მოთხოვნით კომისიას მიმართოს.
სიის საბოლოო ვერსია 15 სექტემბრისთვის გამოქვეყნდება.
ცესკო-ს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით, თუკი სიაში არჩევნებამდე რაიმე ბუნებრივი ცვლილება განხორციელდა, მათი ასახვა სიაში მხოლოდ კომისიასთან შეთანხმებით მოხდება.
ხარატიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ სიების გადამოწმების პროცესში ცესკო-მ ყველა ორგანიზაციას გაუწიოს დახმარება, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ზუსტი სია დახვდეს.
