დაბა ურეკში ხანძრისას ასწლოვანი ხეები და ბამბუკები დაიწვა
დაბა ურეკში ხანძრისას ასწლოვანი ხეები და ბამბუკები დაიწვა
13:18 01.02.2019
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობითმ, დაბა ურეკში, წვერმაღალას დასახლებაში, სამეურნეო ფართობებთან ხანძარი გაჩნდა.

დამწვარია ასწლოვანი ხეები და ბამბუკები.

სახანძრო-სამაშველო სამსახურების დროული რეაგირების შედეგად ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცეცხლი დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობს ეკიდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბეჭდვა