კახა კალაძემ ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
კახა კალაძემ ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
15:48 31.01.2019
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების გამო 7 ადამიანის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.

„დიდი უბედურება დატრიალდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია, რომელიც მოგვაწოდეს, არის ის, რომ ადამიანები ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო დაიღუპნენ. მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებსა და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა, რა თქმა უნდა...“ - თქვა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია შვიდი მუშა, რომლებიც თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. სახლში წვის კამერის გამათბობელი იყო დამონტაჟებული.
ბეჭდვა