წელს საქართველო EURAXESS-ში გაწევრიანდება
წელს საქართველო EURAXESS-ში გაწევრიანდება
14:40 30.01.2019
„2მიმდინარე წელს საქართველო ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS-ში გაწევრიანდება,“- ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაციისას განაცხადა.

საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. EURAXESS-ში ჩართვა ქართველი მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომს გახდის ევროკავშირის შიდა სამეცნიერო რესურსებს და გაზრდის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ჩართვის შესაძლებლობას, აგრეთვე, მოიზიდავს საქართველოში უცხოელ სტუდენტებს.

ასევე, მინისტრის განცხადებით, პლატფორმის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საქართველოში შეიქმნება EURAXESS-ის სერვისების მიწოდების ქსელი და საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები გადამზადდებიან პლატფორმის უკეთ გამოყენების მიზნით.

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია განათლების მიმართულებით დაწყებული რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად განისაზღვრა.

ბეჭდვა