მონადირის პირველ შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
მონადირის პირველ შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
17:52 29.01.2019
ნაძალადევის რაიონში, მონადირის პირველ შესახვევში გზის შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ზღვის უბანში, მონადირის პირველ შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დავასრულეთ. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტერიტორია ახალი დასახლებაა, აქ ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. ცოტა ხნის წინ გზის რეაბილიტაცია მონადირის მეორე შესახვევშიც განხორციელდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ასევე გრუნტიანი გზით სარგებლობდა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მონადირის პირველ და მეორე შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 3 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ორივე პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 434 ლარი გამოიყო.

ბეჭდვა