საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა,
მიხეილ ბატიაშვილმა, ახალი საგამოცდო სისტემის ახალი მოდელის პრეზინტაციისას ყურადღება სკოლის როლის გაძლიერებაზე გაამახვილა.
„2020 ში ახალი მოდელის მთავარი პრინციპი ეროვნული გამოცდების საკითხების სასკოლო პროგრამასთან დაახლოება იქნება. ჩვენ თუ ვსაუბრობთ ძირეულ რეფორმებზე, განათლების ხარისხის ორიენტაციაზე პირველ რიგში რაც გვჭირდება, სკოლას უნდა ჰქონდეს თავისი როლი. სკოლის როლის დაბრუნების გარეშე მაღალი განათლების ხარისხისხზე საუბარი ზედმეტია. ბავშვები და მშობლები არა საგამოცდო სისტემაზე, არამედ ცოდნის მიღებასა და გამოყენებაზე უნდა იყვნენ. ორიენტირებულნი. არ შეიძლება გამოსაშვებ და ეროვნულ გამოცდებს სხვადასხვაგარი მომზადება სჭირდებოდეს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საგამოცდო პროგრამა მაქსიმალურად დაუახლოვდეს სკოლის პროგრამას“ - განაცხადა მინისტრმა, რომელიც მიიჩნევს, რომ აუცილებელია, სკოლამ სკოლის ფუნქცია დაიბრუნოს.
