ახალი საგამოცდო სისტემა 2020 წლიდან ამოქმედდება
ახალი საგამოცდო სისტემა 2020 წლიდან ამოქმედდება
15:04 28.01.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილესთან ირინა აბულაძესთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ სოფო გორგოძესთან ერთად გამოცდების სისტემის ახალი მოდელი წარადგინა, რომელიც 2019-20 წლებში დაინერგება.

მინისტრის თქმით, სისტემა, რომელიც დაინერგება, ექსპერტების ჩართულობით მომზადდა და ორიენტირებულია სკოლების გაძლიერებაზე:

„საგამოცდო სისტემის შემუშავებისას გავითვალისწინეთ ყველა ის მოთხოვნა, რაც ამ წლებში არსებობდა. ყველა ის საკითხი, რომელსაც ექსპერტები აყენებდნენ წლების განმვლობაში მაქსიმალურად გათვალისწინებულია“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ბეჭდვა