საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან მოშიმშილე რამაზ არონია რამდენიმე წუთის
წინ შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.
ამ წუთებში მას ექიმები სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.
აფხაზეთიდან დევნილი რამაზ არონია ლტოლვილთა სამინისტროსთან უკვე მეორე დღეა შიმშილობს. ის დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გამოყოფას მოითხოვს.
