დევნილები დაცვის თანამშრომლებმა სამინისტროს შენობაში არ შეუშვეს
დევნილები დაცვის თანამშრომლებმა სამინისტროს შენობაში არ შეუშვეს
14:44 01.08.2012
ლტოლვილთა და გასახლების სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ, სამინისტროში შესვლა და მინისტრ დალი ხომერიკთან შეხვედრა სცადეს, თუმცა, შენობის დაცვამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
დაცვის სამსახურმა სამინისტროს შენობის კარი ჩაკეტა.

როგორც „ნიუსპრესს“ აქციის მონაწილემ, აფხაზეთიდან დევნილმა ელისო ნაჭყებიამ განუცხადა, უკვე წლებია ისინი საცხოვრებელ ფართებს ითხოვენ, თუმცა, უშედეგოდ.

მისივე თქმით, სამინისტროს წარმომადგენლები დევნილებს ემალებიან და ამის ნათელი დასტურია ის, რომ დევნილებს სამინისტროს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

აფხაზეთიდან დევნილები უკვე სამი თვეა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით აქციებს პერმანენტულად მართავენ.

იგივე მოთხოვნით, აქციისგან დამოუკიდებლად, სამინისტროსთან დევნილი რამაზ არონია შიმშილობს.



ბეჭდვა