ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას დღეს 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.
ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, გარემოს დაცვასთან, საგარეო პოლიტიკასთან, განათლებასთან, კრიმინალთან და მედიასთან დაკავშირებული მიგნებები.
კვლევის პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება.
რაც შეეხება კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, მისი შედეგები 30 იანვარს გამოქვეყნდება.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
