საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან აფხაზეთიდან დევნილი რამაზ არონია უკვე მეორე დღეა შიმშილობს.
იგი დევნილების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას მოითხოვს.
როგორც „ნიუსპრესს“ არონიამ განუცხადა, მასთან ერთად იმყოფებიან აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც უკვე წლებია სამინისტროს საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ.
მისივე თქმით, შიმშილობის აქციას მალე სხვა დევნილებიც შეუერთდებიან.
„გაძლევთ პირობას, რომ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და მიზანს მივაღწევთ“-განაცხადა არონიამ.
რამდენიმე წუთში სამინისტროსთან დევნილების კიდევ ერთი აქცია გაიმართება.
