ტურისტი მოპარული ველოსიპედის დაბრუნებისთვის ქართველ პოლიციელებს მადლობას უხდის
ტურისტი მოპარული ველოსიპედის დაბრუნებისთვის ქართველ პოლიციელებს მადლობას უხდის
15:15 25.01.2019
საქართველოში ჩამოსული ტურისტი სოციალურ ქსელში ქართველ სამართალდამცველებს მადლობას უხდის. როგორც ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ქართველმა პოლიციელებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს.

მას სომხეთის საზღვართან ახლოს, ერთ-ერთ პატარა სოფელში ველოსიპედი მოპარეს. შემთხვევის შესახებ მან პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა კი მას მოპარული ველოსიპედი დაუბრუნეს.

„საქართველო, მე შენ მიყვარხარ. ეს რომ სადმე სხვაგან მომხდარიყო, ვფიქრობ ასეთი შედეგი არ იქნებოდა“ - წერს ტურისტი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის შესახებ ინფორმაციას ფლობენ და მალე დააკავებენ.
ბეჭდვა