მიხეილ ბაატიაშვილი: სკოლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეფორმა არაერთი მიმართულებით განხორციელდება
მიხეილ ბაატიაშვილი: სკოლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეფორმა არაერთი მიმართულებით განხორციელდება
14:53 25.01.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეფორმა არაერთი მიმართულებით განხორციელდება, რაც „უსაფრთხო სკოლის“ პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მინისტრის თქმით, როგორც მანდატურების, ასევე ფსიქოლოგების მიმართ ნდობა გაზრდილია. შედეგები, მეტად პოზიტიურია თუმცა, სამინისტროს მიზანია ამ კუთხით სკოლის როლის გაძლიერებაც:

„უსაფრთხოების მიმართულებით, რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანია სკოლის როლის გაზრდა. მანდატურებთან და ფსიქოლოგებთან ერთად, რეფორმის მეორე ეტაპზე, ჩვენს მიზანს სკოლის ადმინისტრაციის, მშობლისა და ცხადია სამინისტროს ჩართულობა წარმოადგენს, რათა სკოლებში უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული და პრობლემები თავიდან იყოს აცილებული“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით, შექმნილია კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც გადაუდებელი შემთხვევის დროს სკოლებში ადგილზე გაეცნობა არსებულ სიტუაციას და ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს. ასეთი მიდგომა კი, ბავშვებსა და მოზარდებში გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.


ბეჭდვა