თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ამაღამ მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ამაღამ მოძრაობა შეიზღუდება
16:57 24.01.2019
დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო, თბილისის მერიის ინფორმაციით, ამაღამ, 00:00 საათიდან 25 იანვრის 07:00 საათამდე, კოსტავას ქუჩა, მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ ჭოველიძის ქუჩამდე გადაიკეტება.

დროის ამავე მონაკვეთში, ავტოტრანსპორტით გადაადგილება ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

ბეჭდვა