საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩა N166-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისი სკვერი მოეწყო.
თბილისის მერიის ინფორაციით, სამუშაოების ფარგლებში, სკვერში საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, ამოქმედდა საჩრდილობელი, ფიტნეს ზონა და გარე განათების სისტემა.
სკვერში 80-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო. ტერიტორიაზე სკვერისთვის შესაბამისი სხვა ინფრასტრუქტურაც განთავსდა.
საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად სკვერი დაათვალიერა.
„ვფიქრობ, ყველაზე განსხვავებული და თანამედროვე სკვერი მოვაწყვეთ. ადგილობრივი მცხოვრებლები უკვე განახლებული რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ. ეს სწორედ ის ადგილი გახდება, სადაც ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნება, ნებისმიერ დროს დაისვენოს და გაერთოს“, -განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.
სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 197 630 ლარი დაიხარჯა, კომპანია „ჯეო პარკმა“ განახორციელა. აღნიშნულ მისამართზე ასევე, სპორტული მოედანი განთავსდა.
