„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში“ ამბობენ, რომ ტექნიკურ ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდ
ა, თუმცა სერვისცენტრებთან რიგები მთავარ პრობლემად რჩება.
„ამ ეტაპზე ნომერი პირველი პრობლემაა რიგები. ეს მძღოლებს ინსპექტირების გავლაში უშლის ხელს“ - ამბობს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.
„ჭკვიანი კამერები უკვე დატვირთულია შესაბამისი პროგრამით, რომლითაც ხდება სანომრე ნიშნით ამოცნობა იმ სატრანსპორტო საშუალებების, რომელთაც არ გაუვლიათ ტექნიკური ინსპექტირება. ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არსებობს გამოწვევები. ეკონომიკის სამინისტრომ უნდა აწარმოოს სოციალური კამპანიები, - რა მნიშვნელობა აქვს ტექნიკურ ინსპექტირებას. მხოლოდ ჯარიმებით ფონს ვერ გავალთ“ - აღნიშნავს „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში“ ამბობენ, ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟება მისასალმებელია. აქვე აღნიშნავენ, რომ რეფორმის წარმატებისთვის კანონის ადმინისტრირებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
