კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი დავით ფაცაცია სააქციო საზოგადოება „თელასიდან“ კვალიფიციური თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებს.
როგორც დღეს „თელასთან“ გამართულ ბრიფინგზე ფაცაციამ განაცხდა, კომპანიის დირექტორად დანიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ არსოშვილი, რომელმაც სამსახურიდან დაითხოვა კვალიფიციური თანამშრომლები, სამაგიეროდ კი, კომპანიაში თავისი კოორდინატორები და „ნაციონალური მოძრაობის“ „კუნთმაგარი ბიჭები“ მიიყვანა.
მისივე განცხადებით, „თელასი“ ერთ-ერთი იმ რუსულ კომპანიათაგანია, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს ეხმარება ხელისუფლების შენარჩუნებაში.
„ჩვენ მომსწრეები ვართ რეალობის, როცა რუსეთის ოკუპაციის პირობებში, ხელისუფლება ვითომ არ ელაპარაკება რუსეთს, სინამდვილეში მასთან თანამშრომლობს“- განაცხადა ფაცაციამ.
მისივე თქმით, სააკაშვილს ხელისუფლების შენარჩუნებაში გარდა აღნიშნული კომპანიისა, სხვა რუსული კომპანიებიც ეხმარებიან.
