ღამის საათებში რუსთაველის გამზირი გადაიკეტება
ღამის საათებში რუსთაველის გამზირი გადაიკეტება
18:02 21.01.2019
დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

ბეჭდვა