მართლწესრიგის ოფიცრებმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს
მართლწესრიგის ოფიცრებმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს
18:05 19.01.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა, რომელთა სამოქმედო არეალი დიდ დიღომს მოიცავს, 16 იანვარს, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქებით დაზარალებული ოჯახები მოინახულეს. დაზარალებული ოჯახები დროებით თბილისის სხვადასხვა სასტუმროში იმყოფებიან.

მართლწესრიგის ოფიცრებმა, დაზარალებული ოჯახების მცირეწლოვან და არასრულწლოვან ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. 16 იანვარს, ოფიცრები მეხანძრე-მაშველებსა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში ეხმარებოდნენ დაზარალებულ მოსახლეობას ევაკუაციასა და აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან საჭირო ნივთების გამოტანაში.

ბეჭდვა