დღეიდან პირველკლასელთა დამატებითი ონლაინ რეგისტრაცია იწყება
დღეიდან პირველკლასელთა დამატებითი ონლაინ რეგისტრაცია იწყება
09:24 01.08.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეიდან პირველკლასელთა დამატებით ონლაინ რეგისტრაციას იწყებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათ, ვინც 2 აპრილიდან 17 ივნისამდე ბავშვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დარეგისტრირება ვერ შეძლო, დღეიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შესაძლებლობა ექნება.
სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა მშობლებს 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით სკოლებში შეეძლებათ.

ბეჭდვა