მიხეილ ბატიაშვილი: ყველა პედაგოგს, მისი ცოდნისა და უნარებიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს, მიიღოს სტატუსი
16:08 18.01.2019
განათლების სამინისტროში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა,
მიხეილ ბატიაშვილმა დღეს საზოგადოებას რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
„სისტემა ნებისმიერ პედაგოგს ნებისმიერ დონეზე უნდა აძლევდეს გამოცდის ჩაბარების საშუალებას. შესაბამისად, ყველა პედაგოგს, მისი ცოდნისა და უნარებიდან გამომდინარე უნდა შეეძლოს, მიიღოს სტატუსი. პედაგოგი კი რესურსებსა და ენერგიას უნდა ხარჯავდეს მხოლოდ საკლასო ოთახში განათლების ხარისხის ზრდის უზრუნველსაყოფად“- განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ლადო აფხაზავა, სოფელ ჩიბათის სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებელია, ნათელი მაგალითია, იმისა თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული და შემოქმედებითი პედაგოგი.