მიხეილ ბატიაშვილი: რეფორმის პრინციპებია ნაკლები ბიუროკრატია, მეტი დეცენტრალიზაცია და სკოლის განვითარების ხელშეწყობა!
მიხეილ ბატიაშვილი: რეფორმის პრინციპებია ნაკლები ბიუროკრატია, მეტი დეცენტრალიზაცია და სკოლის განვითარების ხელშეწყობა!
15:31 18.01.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ რეფორმა საკლასო ოთახიდან იწყება არა კონკრეტული მითითებებით, არამედ სკოლის განვითარების ხელშეწყობით სამინისტროს მხრიდან.

„ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა და მექანიზმები სკოლების განვითარებისთვის, მათ კი უნდა ჰქონდეთ მეტი ავტონომია განხორციელებისათვის. სკოლა უნდა იყოს ადგილი, რომელიც მუდმივად ვითარდება და სასკოლო კულტურა სწორედ სკოლის მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს, მათ გადამწყვეტი როლი ეკისრებათ. ეს უნდა იყოს არა ცენტრალიზებული, არამედ სამინისტროსა და სკოლის თანამშრომლობაზე დაფუძნებული განვითარება“,- აღნიშნა ბატიაშვილმა.

ბეჭდვა