მიხეილ ბატიაშვილი: მოსწავლეებში არა მხოლოდ დამახსოვრების, არამედ კრიტიკული აზროვნების, ცოდნის გამოყენების უნარები უნდა გავაჩინოთ
მიხეილ ბატიაშვილი: მოსწავლეებში არა მხოლოდ დამახსოვრების, არამედ კრიტიკული აზროვნების, ცოდნის გამოყენების უნარები უნდა გავაჩინოთ
14:55 18.01.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ახალი სკოლის მოდელის დანერგვა პილოტურ სკოლაში წარმატებით განხორციელდა და ის საქართველოს სხვა სკოლებშიც მაქსიმალურად სწრაფად დაინერგება.

„არაერთხელ დავესწარი გაკვეთილს და ჩვენ ვნახეთ ანთებული მოსწავლეები, რომლებიც გაკვეთილს არა მხოლოდ ყვებიან, არამედ მსჯელობენ, აანალიზებენ, აზროვნებენ, უზარმაზარი ენთუზიაზმი და მაქსიმალური ჩართულობა აქვთ. ეს რეალურად მოხდა და საკლასო ოთახებში შეუქცევადი პროცესია ასეთი მიდგომის დანერგვა“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სწავლება მოსწავლის ერთიან, ჰოლისტურ განვითარებას უნდა ემსახურებოდეს, მას კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა უნდა შეეძლოს. უმნიშვნელოვანესია უნარების განვითარება, რათა ისინი 21-ე საუკუნეში კონკურენტუნარიანები იყვნენ.

ბეჭდვა