თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს
00:34 17.01.2019
გლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლის ფასადზე 17 იანვრის 00.00 საათზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.

ბეჭდვა