მიხეილ ბატიაშვილი: თუ სკოლებში არ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვების უსაფრთხოება, წარმოუდგენელია განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი
მიხეილ ბატიაშვილი: თუ სკოლებში არ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვების უსაფრთხოება, წარმოუდგენელია განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი
17:25 16.01.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გააცნობს. ექსპერტთა ჩართულობით შემუშავებული განათლების რეფორმის ათი პაკეტი, ყველა მიმართულებას, მათ შორის სკოლებში უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს.

„თუ სკოლებში არ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვების უსაფრთხოება, წარმოუდგენელია განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამასთან დაკავშირებით აქტიურად ვიმუშავეთ უცხოელ პარტნიორებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იდგმება კონკრეტული ნაბიჯები“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც რეფორმის შემუშავების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის უცხოელ პარტნორებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

მინისტრის თქმით, სკოლების უსაფრთხოება, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ კუთხით მუშაობა მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

ბეჭდვა