დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და უბნებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, სარაჯიშვილის, შეშელიძის და თემქის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
ასევე, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 12 საათამდე ელექტროენერგიას ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, თამარაშვილის, ჩხეიძის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ.
