დღეიდან „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემა
დღეიდან „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემა
15:24 11.01.2019
„ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ დღეს, დღის პირველი ნახევრიდან, მოქალაქეებისთვის უფასოდ გაიცემა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც სერგეენკომ განმარტა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი რეკომენდაცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გასცა.

პროცესში ჩართვის შემთხვევაში, პრეპარატს სამინისტრო სააფთიაქო ქსელებიდანაც გამოისყიდის არა კომერციულ, არამედ, შესასყიდ ფასად. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების გარდა, მედიკამენტის გაცემის პროცესში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებიც ჩაერთვებიან, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

საქართველოს მოსახლეობა, რეცეპტის საფუძველზე, „ტამიფლუს“ შეძენას დღეიდან უფასოდ შეძლებს, ექიმებს კი ექნებათ შესაძლებლობა, დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში. პრეპარატი თავად გასცენ.

ბეჭდვა