აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა
15:18 11.01.2019
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ, დანარჩენ საქართველოში გავრცელებული გრიპის ვირუსის გამო კარანტინი გამოაცხადა და ე.წ. საზღვარზე შეზღუდვები დააწესა.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და სასაზღვრო სამსახურების მიერ, საოკუპაციო ხაზზე მდებარე გამშვებ პუნქტზე, საკარანტინო ღონისძიებები გატარდება. ასევე, შეიზღუდება მოსახლეობის გადაადგილება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაავადებული ადამიანების შესვლის თავიდან აცილების მიზნით. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, H1N1 გრიპის ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი განმარტავს, ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა შეუძლიათ მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომელებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოწვევით მყოფ პირებს და იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ დე-ფაქტო აფხაზეთის პასპორტი.

ბეჭდვა