საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 21 იანვრიდან
განახლდება.
ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღო, რაც ვირუსის რისკებისგან საზოგადოების მაქსიმალური დაზღვევითაა განპირობებული.
შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიცვლება საგამოცდო საგნების ჩაბარების განრიგიც.
