პოლიტიკური პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ლაღიძის განცხადებით, მერიის წარმომადგენლები
ე.წ. „ატსტუპნიკებს“ პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაპირდნენ.
ამის შესახებ ლაღიძემ ჟურნალისტებს დღეს, მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„ვესაუბრეთ მერიის წარმომადგნელებს და ისინი დახმარებას დაგვპირდნენ, თუმცა, ამ დაპირების მიუხედავად, „ატსტუპნიკების“ მხარდამჭერი აქციები კვლავ გაიმართება, რადგან მიუხედავად მრავალი დაპირებისა, მათი ბინების დაკანონება ამ დრომდე ვერ ხერხდება“-განაცხადა ლაღიძემ.
„ატსტუპნიკების“ აქცია უკვე რვა თვეა პერმანენტულად იმართება. ისინი ბინების დაკანონებას მოითხოვენ. „ატსტუპნიკების“ აქციას დღეს აფხაზეთიდან დევნილები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები შეუერთდნენ.
