გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს
გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს
12:44 29.02.2012
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგენიძემ გაეროს  გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) გლობალური გარემოსდაცვითი მინისტერიალის ფარგლებში, "მწვანე ეკონომიკის" თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს საშუალება მიეცათ მწვანე ეკონომიკის კონტექსტში გამოეხატათ პოზიციები და გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება.
შეხვედრაზე სიღარიბის აღმოფხვრის საკითხი და მასთან დაკავშირებული რისკები, ბიზნეს სექტორის როლი მწვანე ზრდის უზრუნველყოფაში კვლევების და ახალი ტექნოლოგიების წახალისების გზები განიხილეს.

ბეჭდვა