ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი შემდგომ ეტაპზე გადავიდა.
ჭრიკიშვილმა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ხორვატი
ტიმოსლავ მარიანოვიჩი დაამარცხა და დღეს ამერიკელ ტრევის სტივენსს შეხვდება.
ამასთან, დღესვე, ქართველი სპორტსმენებიდან ოლიმპიადაზე მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე 200 მეტრზე ბრასით საკვალიფიკაციო გაცურვას ჩაატარებს, ხოლო 14:30 საათზე, ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ერთეულთა თანრიგში რუს ჩოგბურთელს ნადია პეტროვას შეხვდება.
დღეს, 15:02 საათზე, მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა და დენისე ვან ლამოენი (ჩილე) 1/32–ფინალში იასპარეზებენ.
