დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების მძღოლები დღეს აქციას გამართავენ
დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების მძღოლები დღეს აქციას გამართავენ
19:47 25.12.2018
რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს დასავლთ საქართველოსკენ მოძრავი ავტობუსების და მიკრო ავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას გამართავენ.

ორგანიზატორების განცხადებით, აქცია შედგება კომპანია ''მეტრო +''ის წინააღმდეგ, რომელმაც სრულიად უკანონოდ ზუგდიდის მიმართულებით რკინიგზის სადგურიდან დაიწყო მგზავრთა გადაყვანა. ადილზე ჩადგეს ბორბლებიანი ჯიხური რომელიც ვითომდა ავტო სადგურია. ეს რიგით მეორე საპროტესტო აქციაა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მოთხოვნით გაიმართება.

პროფკავშირები მძღოლების პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ.

საპროტესტო აქცია 11:30 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა