2018 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული მკვლევრები დაჯილდოვდნენ
2018 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული მკვლევრები დაჯილდოვდნენ
18:20 24.12.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის” გამარჯვებული მკვლევრების მიღება და მათი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

„რეფორმების ფარგლებში მეცნიერების განვითარება და ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, მოხარული ვარ რომ ბევრი ახალგაზრდა დოქტორანტია ჩართული კვლევებში. მიმდინარე რეფორმების ფარგლებში კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მეცნიერების წახალისებას და მათ მხარდაჭერას“ - მიხეილ ბატიაშვილი.

2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსი აპრილში გამოცხადდა და 160-მდე საპროექტო განაცხადი შემოვიდა. შეფასების შემდეგ დასაფინანსებლად 54 პროექტი შეირჩა. თითოეული პროექტი სამმა ექსპერტმა შეაფასა.

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის მიზანია ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით, საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება, ასევე ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება, წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და სხვა. კონკურსს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ყოველწლიურად აცხადებს.

ბეჭდვა