აგრარულ უნივერსიტეტში დღეს ელექტროინჟინერიისა და მართვის ავტომატიზირებული სისტემების ლაბორატორია გაიხსნა.ლაბორატორია უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ გახსნა.
როგორც "ნიუსპრესს" აგრარული უნივერსიტეტიდან აცნობეს, ლაბორატორია თანამედროვე მოწყობილობებით, მრავალფუნქციური სტენდებითა და კომპიუტერული ტექნიკით არის აღჭურვილი. მათი საშუალებით სტუდენტები ციფრულ და მიკოპროცესორულ სქემებს დამოუკიდებლად შექმნიან. ლაბორატორიის მეშვეობით სტუდენტებს საშუალება მიეცათ ასევე კვლევები ერთდროულად ფიზიკური და კომპიუტერული მეთოდების გამოყენებით აწარმოონ.
