თავისუფლების მოედანზე და კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
თავისუფლების მოედანზე და კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
17:22 21.12.2018
თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოწბის გამო მერაბ კოსტავას ქუჩა და თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი, ამაღამ 00:00 საათიდან 22 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

ასევე, 21 დეკემბრის 18:00 საათიდან ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება თავისუფლების მოედანზე.

სამუშაოებს „თბილსერვისჯგუფი“ ახორციელებს.

ბეჭდვა